"კანტონა პრობლემატური იყო და არ ვიყიდე, შმეიხელი ჯეიმსის გამო არ ვიყიდე", - ლივერპულის ყოფილი მწვრთნელი » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

"კანტონა პრობლემატური იყო და არ ვიყიდე, შმეიხელი ჯეიმსის გამო არ ვიყიდე", - ლივერპულის ყოფილი მწვრთნელი



"ლივერპულის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა გრემ სუენსმა(1991-1994) ის პერიოდი გაიხსენა, როდესაც მან ერიკ კანტონასა და პიტერ შმეიხელის დამატების შანსი გაუშვა ხელიდან.

90-იანი წლების დასაწყისში ორივე მათგანი "მანჩესტერში" გადავიდა, თუმცა "ლივერპულს" მანამდე ჰქონდა შანსი.

"ორი ფეხბურთელის დამატების შანსი გავუშვი ხელიდან, რომლებიც შემდეგ "მანჩესტერის" ლეგენდები გახდნენ.

სკაუტმა მითხრა, რომ ერთი დანიელი მეკარე იყო, რომელიც თან "ლივერპულის" ფანი გახლდათ. ის მზად იყო, რომ ფრენის ხარჯები თავადვე დაეფარა, მხოლოდ იმის სანაცვლოდ, რომ 1 დღით გუნდში ევარჯიშა.

თუმცა იმ პერიოდში დევიდ ჯეიმსი დავიმატე და მეორე მეკარის ყიდვაზე უარი ვთქვი.

ფრანგულ "ოსერთან" სახლში ვთამაშობდით და თავად მიშელ პლატინი მოვიდა და მითხრა, რომ ჩემთვის კარგი მოთამაშე ჰყავდა. პლატინიმ დააყოლა, რომ ოდნავ პრობლემატური ბიჭი იყო, თუმცა შესანიშნავი მოთამაშე.

ეს ერიკ კანტონა იყო და მასზე უარი ვთქვი და მიზეზად პლატინის ეს ვუთხარი: "ყველაზე მეტად ახლა, რაც მჭირდება მორიგი პრობლემატური ფეხბურთელია", - იხსენებს "ლივერპულის" ყოფილი მწვრთნელი.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები