საკი: "გვარდიოლას წყალობით გერმანული ფეხბურთი შეიცვალა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

საკი: "გვარდიოლას წყალობით გერმანული ფეხბურთი შეიცვალა"


საკი:

"მილანისა" და იტალიის ნაკრების ექს-მწვრთნელმა, არიგო საკიმ ხოსეპ გვარდიოლა შეაქო.

სპეციალისტმა ესპანელს, რომელიც ამჟამად "მანჩესტერ სიტიში" მუშაობს, ფანტასტიკური მწვრთნელი უწოდა.

"გვარდიოლა ფანტასტიკური მწვრთნელია", - ციტირებს საკის სიტყვებს Marca.

"ვწუხვარ, რომ უეფამ იგი იმ სპეციალისტთა ათეულში არ შეიყვანა, რომელთა წყალობითაც ფეხბურთი 1950 წლიდან მოყოლებული შეიცვალა. ვფიქრობ, მისი წყალობით გერმანული ფეხბურთი შეიცვალა".

შეგახსენებთ, გვარდიოლა "ბაიერნში" 2013 წლიდან 2016 წლამდე მუშაობდა. მისი ხელმძღვანელობით მიუნხენელებმა გერმანიის ჩემპიონატი სამჯერ, ხოლო ქვეყნის თასი ორჯერ მოიგეს. გარდა ამისა, პეპმა "რეკორდმაისტერს" თითოჯერ უეფას სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატიც მოაგებინა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები