დორტმუნდმა იარმოლენკოს სანაცვლოდ 30 მლნ ევრო გადაიხადა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

დორტმუნდმა იარმოლენკოს სანაცვლოდ 30 მლნ ევრო გადაიხადა


დორტმუნდმა იარმოლენკოს სანაცვლოდ 30 მლნ ევრო გადაიხადა

დორტმუნდის "ბორუსიამ" გასულ ზაფხულს თავდამსხმელ ანდრეი იარმოლენკოს სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო გადაიხადა, იუწყება გერმანელი ჟურნალისტი, ული რაიტინგერი.

ასე და ამგვარად, ფორვარდი უკრაინული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელად ითვლება.

27 წლის იარმოლენკო 2006 წლიდან კიევის "დინამოში" ასპარეზობდა, გასულ ზაფხულს კი გერმანულ კლუბს შეუერთდა და ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

მიმდინარე სეზონში მან ყველა საკლუბო ტურნირზე ერთად 8 მატჩი ჩაატარა, სამი გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი პასიც ჩაიწერა აქტივში.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები