კრაუჩი გინესის რეკორდების წიგნში » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

კრაუჩი გინესის რეკორდების წიგნში


კრაუჩი გინესის რეკორდების წიგნში

"სტოკ სიტის" თავდამსხმელი, პიტერ კრაუჩი გინესის რეკორდების წიგნში შეიყვანეს, როგორც ფეხბურთელი, რომელსაც პრემიერ ლიგის მატჩებში თავით ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი.

ინგლისელი ფორვარდის ანგარიშზე პრემიერ ლიგის სხვადასხვა გუნდის მაისურით ჩატარებული 436 მატჩია და 105 გოლი, საიდანაც 51 თავით შეაგდო.

2015 წლის მაისში კრაუჩმა ალან შირერის რეკორდი დაამხო, რომელმაც მეტოქეთა კარის დალაშქვრა თავური დარტყმით 46-ჯერ მოახერხა.

შეგახსენებთ, შირერი ინგლისური ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ფეხბურთელად ითვლება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები