რონალდინიო მილანის მდგომარეობას გამოეხმაურა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

რონალდინიო მილანის მდგომარეობას გამოეხმაურა


რონალდინიო მილანის მდგომარეობას გამოეხმაურა

"მილანის" ყოფილი ნახევარმცველი, რონალდინიო მიიჩნევს, რომ დროთა განმავლობაში გუნდი ძლიერი გახდება.

ამასთანავე, ბრაზილიელი აცხადებს, რომ "როსონერის" 2017/18 წლების სეზონის შედეგების გათვალისწინებით ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრა გაუჭირდება.

"ვფიქრობ, მომავალ სეზონში ისინი კიდევ უფრო ძლიერები გახდებიან", - ციტირებს იტალიელი ჟურნალისტი, ჯანლუკა დი მარციო რონალდინიოს სიტყვებს.

"ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრა რთული იქნება, თუმცა ისეთი ისტორიის მქონე კლუბისთვის, როგორიც "მილანია", ყველაფერია შესაძლებელი".

"როცა "მილანში" ვიყავი, ვერ ვიფიქრებდი, რომ სილვიო ბერლუსკონი და მასიმო მორატი ("მილანისა" და "ინტერის" ექს-მფლობელები) თავიანთ კლუბებს გაყიდდნენ. ბედნიერი ვიყავი".

შეგახსენებთ, რონალდინიო "როსონერის" ღირსებას 2008 წლიდან 2011 წლამდე იცავდა.

სერია ა-ში შვიდი ტურია გასული და "მილანი" სატურნირო ცხრილში 12 ქულით მე-7 ადგილს იკავებს. ლიდერ "ნაპოლისთან" ჩამორჩენა 9 ქულას შეადგენს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები