ხავიმ შეიძლება ყატარის ნაკრები გაწვრთნას » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ხავიმ შეიძლება ყატარის ნაკრები გაწვრთნას


ხავიმ შეიძლება ყატარის ნაკრები გაწვრთნას

"ბარსელონას" ყოფილი ნახევარმცველი, ხავი ერნანდესი შეიძლება ყატარის ნაკრების მწვრთნელი გახდეს.

37 წლის ესპანელი მიმდინარე სეზონის ბოლოს კარიერის დასრულებას, შემდეგ კი მწვრთნელობას არ გამორიცხავს.

"ვნახოთ", - ციტირებს ხავის სიტყვებს AFP.

"რაღაც გამოცდილება მჭირდება, პერსონალი. თუმცა, უკვე ვიცნობ ყატარელ ფეხბურთელებს, რადგან აქ გარკვეული დროა, რაც ვთამაშობ".

"იმისთვის ვარ აქ, რათა ყატარს ქვეყანაში ფეხბურთის გაუმჯობესებაში დავეხმარო. მწვრთნელობა? რატომაც არა", - დასძინა "ბლაუგრანას" ექს-შუახაზელმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები