მოურამ სათამაშო პრაქტიკის გამო პიცასა და ბარბეკიუზე თქვა უარი » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

მოურამ სათამაშო პრაქტიკის გამო პიცასა და ბარბეკიუზე თქვა უარი


მოურამ სათამაშო პრაქტიკის გამო პიცასა და ბარბეკიუზე თქვა უარი

"პარი სენ ჟერმენის" შემტევი ნახევარმცველი, ლუკას მოურა, ძირითადში ადგილის მოსაპოვებლად სწორ და ჯანსაღ კვებაზე გადავიდა.

"ახლა ჯანსაღად და წესების მიხედვით ვიკვებები. ამიერიდან არანაირი პიცა და ბარბეკიუ, მაგრამ ისინი მომენატრა.

ახლა ფიზიკური კონდინციების გაუმჯობესებაზე ვმუშაობ და მინდა, რომ მოედანზე უფრო სასარგებლო ვიყო.

მიმდინარე სეზონი არც ისე კარგად დაიწყო, მაგრამ ძირითადში ადგილის დაბრუნებას ვაპირებ", - განაცხადა 25 წლის ბრაზილიელმა.

გუნდში არსებული მაღალი კონკურენციის გამო მოურამ მიმდინარე კამპანიაში მხოლოდ 2 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და გოლის გატანაც მოასწრო.
ასევე იხილეთ თემაზე:
პსჟ ლუკას მოურა

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები