ალეგრიმ ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტი დაასახელა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ალეგრიმ ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტი დაასახელა


ალეგრიმ ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტი დაასახელა

ტურინის "იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელი, მასიმილიანო ალეგრი, მიიჩნევს, რომ ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტი მადრიდის "რეალია."

"მადრიდის "რეალი" ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტია. დიახ, სეზონის სტარტზე ისინი აშკარად ცუდ ფორმაში იყვნენ, მაგრამ ნელ-ნელა ჩვეულ დონეს იბრუნებენ.

ჩემპიონთა ლიგაზე, სტუმრად დორტმუნდის "ბორუსიას" წინააღმდეგ, მადრიდელებმა შესაძლებლობების 70% გამოიყენეს, მაგრამ მაინც დამაჯერებლად მოიგეს", - განაცხადა მაქსი ალეგრიმ.

"სამეფო კლუბი" გახდა პირველი კლუბი ისტორიაში, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ტიტული ზედიზედ ორჯერ მოიგო. გასულ სეზონში ზინედინ ზიდანის გუნდმა ფინალში ტურინული გრანდი 4:1 გაანადგურა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები