ბროზოვიჩი 3 კვირას გამოტოვებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ბროზოვიჩი 3 კვირას გამოტოვებს


ბროზოვიჩი 3 კვირას გამოტოვებს

მილანის "ინტერის" ცენტრალური ნახევარმცველი, მარსელო ბროზოვიჩი, სამი კვირით იუქმებს.

ბროზოვიჩმა დაზიანება ხორვატიის ეროვნული ნაკრების რიგებში, ფინეთთან მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში, მიიღო და 3 კვირას გამოტოვებს.

მილანური გრანდის ოფიციალური ვებ-საიტი იტყობინება, რომ მარსელოს კუნთის პრობლემები აქვს და გამოჯანმრთელებისათვის 20 დღე დასჭირდება.

"ნერაძური" ბროზოვიჩის გარეშე ორ უმნიშვნელოვანეს მატჩს - მილანურ დერბისა და "ნაპოლისთან" შეხვედრას ჩაატარებს.
ასევე იხილეთ თემაზე:
ინტერი მარსელო ბროზოვიჩი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები