პირველად 19 წლის შემდეგ - იტალიაში ოქტომბრისთვის არცერთი მწვრთნელი არ გაუთავისუფლებიათ » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

პირველად 19 წლის შემდეგ - იტალიაში ოქტომბრისთვის არცერთი მწვრთნელი არ გაუთავისუფლებიათ


პირველად 19 წლის შემდეგ - იტალიაში ოქტომბრისთვის არცერთი მწვრთნელი არ გაუთავისუფლებიათ

იტალიის ეროვნული ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში უცნაური შედეგი დაფიქსირდა - საწყისი 7 ტურის შემდეგ მთავარი მწვრთნელი არცერთ კლუბს არ შეუცვლია.

ასეთი რამ კი უკანასკნელად 19 წლის წინ, 1998/99 წლების სეზონში მოხდა, როდესაც იტალიის სერია ა საბოლოოდ "მილანმა" მოიგო.

ყველაზე ახლოს საკუთარი პოსტის დაკარგვასთან "ჯენოას" დამრიგებელი, ივან იურიჩი, იყო, მაგრამ გენუელებმა ჯერ არ იჩქარეს და მას მორიგი შანსი მისცეს.

გასულ სეზონში პირველი გათავისუფლება უკვე მეორე ტურში შედგა, როდესაც "პალერმო" დავიდე ბალარდინიმ დატოვა და სეზონის ბოლომდე მას კიდევ 12 სპეციალისტი მიჰყვა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები