შესნი: "როცა შეთავაზებას იუვენტუსი აკეთებს, უნდა დათანხმდე" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

შესნი: "როცა შეთავაზებას იუვენტუსი აკეთებს, უნდა დათანხმდე"


შესნი:

გოლკიპერი, ვოიცეხ შესნი, რომელიც "იუვენტუსში" ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე გადავიდა, აცხადებს, რომ გადაწყვეტილების მიღება მისთვის ადვილი იყო.

"აქ იმიტომ მოვედი, რომ ყველაფრის მოგება მინდა. "იუვენტუსი" გამარჯვებებისადმი მისი ტრადიციული მიდრეკილების გამო ავირჩიე".

"ვარჯიშებზე ყოველ დღე თავს ძლიერად ვგრძნობ. მზად ვარ ამ კლუბში სათამაშოდ".

"ადვილი არჩევანი იყო: როცა "იუვენტუსი" შეთავაზებას აკეთებს, უნდა დათანხმდე. როცა "იუვენტუსში" თამაშობ, მიზანი ყოველთვის ყველა ტურნირის მოგებაა. ამ სეზონში ჩვენი დავალება სწორედ ესაა", - ციტირებს შესნის სიტყვებს Mediaset Premium.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები