დი მარიას ჩინეთში უშვებენ? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

დი მარიას ჩინეთში უშვებენ?


დი მარიას ჩინეთში უშვებენ?

"პსჟ"-ს ნახევარმცველმა, ანხელ დი მარიამ უახლოეს პერიოდში შეიძლება სამუშაო ადგილი შეიცვალოს, იუწყება Le10sport.com.

პარიზელთა ხელმძღვანელობამ რამდენიმე ფეხბურთელი უნდა გაყიდოს იმისათვის, რათა ფინანსური ფეირ პლეის წესის დარღვევა თავიდან აიცილოს.

თუმცა, აღინიშნება, რომ "პარი სენ ჟრმენის" მთავარ მწვრთნელს, უნაი ემერის ჰავბეკი, რომელიც ამჟამად ტრავმირებულია, მაინც სჭირდება.

შეგახსენებთ, დი მარია პარიზელთა რიგებს 2015 წლიდან იცავს.

მიმდინარე სეზონში არგენტინელმა "პარი სენ ჟერმენის" მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 6 მატჩი ჩაატარა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები