დიდამ დონარუმა ბუფონს შეადარა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

დიდამ დონარუმა ბუფონს შეადარა


დიდამ დონარუმა ბუფონს შეადარა

"მილანისა" და ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა გოლკიპერმა, ლეგენდარულმა ნელსონ დიდამ, ჯანლუიჯი დონარუმას ბუფონის მემკვიდრეობა უწინასწარმეტყველა.

"დონარუმას დიდებული პოტენციალი გააჩნია და დროც მის მხარესაა.

თუ ის მხოლოდ ფეხბურთზე მოახდენს კონცენტრირებას, მაშინ შეუძლია, რომ ბუფონს კვალს მიყვეს. ჯიჯი კი კვლავ მსოფლიოს საუკეთესო მეკარეა", - განაცხადა 44 წლის ბრაზილიელმა.

"როსონერის" 18 წლის კარის დარაჯი უკვე გუნდის ერთ-ერთ ლიდერად იქცა და იტალიის ნაკრებშიც რეგულარულად იძახებენ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები