გურამ კაშია: „ვაისთან თანამშრომლობა უნდა გაგრძელდეს“ » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

გურამ კაშია: „ვაისთან თანამშრომლობა უნდა გაგრძელდეს“


გურამ კაშია: „ვაისთან თანამშრომლობა უნდა გაგრძელდეს“

სერბეთთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა გურამ კაშიამ.

რთულია შეფასება, მაგრამ მიმდინარე ციკლში შევიცვალეთ ფეხბურთელები, ახალი მწვრთნელი მოვიდა, რომელმაც სისტემა შეცვალა, უფრო გაბედულად და თამამად ვთამაშობთ, შეიცვალა სისტემა და მენტალიტეტი, რაც სამწუხაროდ შედეგზე არ აისახა, რაც ძალიან გულდასაწყვეტია როგორც ფეხბურთელებისთვის, ასევე მწვრთნელებისთვის. ვაისთან თანამშრომლობა უნდა გაგრძელდეს, რადგან პროგრესს ყველა უნდა ხედავდეს. რამდენიმე წლის წინ 3-4 პასს ვერ ვაბამდით, დღეს გაცილებით უკეთესად ვთამაშობთ, უფრო გაბედულად... დღეს სხვა რეალობაა, რაც მწვრთნელის დამსახურებაა. მე ვფიქრობ თუ ვლადიმირ ვაისი გუნდში დარჩება, საქართველოს ნაკრები კიდევ უფრო გააუმჯობესებს თამაშის ხარისხს. მიმდინარე ციკლიდან გამომდინარე ჩემი სიტყვები უსაფუძვლო არ მგონია, _ განაცხადა ნაკრების მცველმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები