შვედეთში ფეხბურთელმა მატჩში 21 გოლი გაიტანა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

შვედეთში ფეხბურთელმა მატჩში 21 გოლი გაიტანა


შვედეთში ფეხბურთელმა მატჩში 21 გოლი გაიტანა

შვედეთის ჩემპიონატის მე-6 დივიზიონის შეხვედრაში "ესკილსტუნას" თავდამსხმელმა, სებასტიან ნიგარდმა "ესტერმალმას" 21 გოლი გაუტანა.

ნიგარდის გუნდმა აღნიშნული მატჩი ანგარიშით 28:3 მოიგო.

"მატჩის შემდეგ მითხრეს, რომ 21 გოლი გავიტანე, რაც წარმოუდგენლად ჟღერდა", - ციტირებს ნიგარდის სიტყვებს Aftonbladet.

"მართლა არ ვიცოდი, თუ რამდენი გავიტანე. უცნაური გრძნობაა. ალბათ, თითოეული ჩვენი შეტევა ზუსტი დარტყმით დასრულდა. შეხვედრის მიმდინარეობისას მეტოქემ მეკარე შეცვალა, მაგრამ მას 14 ბურთი გავუტანე".

"მატჩამდე ერთი დღით ადრე კი წვეულებაზე ვიყავი. მწვრთნელს ვუთხარი, რომ ნაბახუსევი რომ არ ვყოფილიყავი, 30 გოლს გავიტანდი", - დაამატა 25 წლის სებასტიანმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები