ბუსკეტსმა ესპანეთის ნაკრებში მე-100 მატჩი ჩაატარა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ბუსკეტსმა ესპანეთის ნაკრებში მე-100 მატჩი ჩაატარა


ბუსკეტსმა ესპანეთის ნაკრებში მე-100 მატჩი ჩაატარა

"ბარსელონას" ნახევარმცველმა, სერხიო ბუსკეტსმა გუშინ ესპანეთის ეროვნული ნაკრების მაისური მეასედ მოირგო.

საიუბილეო შეხვედრა ჰავბეკისთვის 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ისრაელთან გამართული მატჩი აღმოჩნდა, რომელიც "ფურია როხამ" ანგარიშით 0:1 იმარჯვა.

ბუსკეტსი ესპანეთის ნაკრებში ჩატარებული მატჩების რაოდენობით მე-11 ადგილს იკავებს, მის წინ ლეგენდარული რაულია, რომელიც "ბლაუგრანას" შუახაზელს მხოლოდ და მხოლოდ 2 შეხვედრით უსწრებს.

ცნობისთვის, რეკორდსმენი იკერ კასილიასია, მის ანგარიშზე 167 შეხვედრაა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები