ბარსელონამ აღმასრულებელი დირექტორი გაათავისუფლა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ბარსელონამ აღმასრულებელი დირექტორი გაათავისუფლა


ბარსელონამ აღმასრულებელი დირექტორი გაათავისუფლა

"ბარსელონას" აღმასრულებელმა დირექტორმა, ალბერტ სოლერმა დაკავებული თანამდებობა დატოვა, იუწყება Mundo Deportivo.

გავლენიანი ესპანური გამოცემის თანახმად, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" პრეზიდენტმა, ხოსეპ მარია ბართომეუმ იმ ფუნქციონერის გაშვება გადაწყვიტა, რომელიც ფეხბურთის სფეროში კლუბის სპორტული პროექტების რეალიზაციას ახდენდა.

თავად სოლერსაც სურდა "ბარსელონადან" წასვლა დაღლილობისა და დატვირთვის გამო. წყაროს ცნობით, სოლერი კლუბის ხელმძღვანელებს გამოუტყდა, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "გადაიწვა".

ცნობისთვის, "ბლაუგრანას" აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას კატალონიელთა გენერალური მენეჯერი, პეპ სეგურა დაიკავებს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები