20-წლიანი თანამშრომლობის შემდეგ Adidas-ი მილანთან კონტრაქტს წყვეტს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

20-წლიანი თანამშრომლობის შემდეგ Adidas-ი მილანთან კონტრაქტს წყვეტს


20-წლიანი თანამშრომლობის შემდეგ Adidas-ი მილანთან კონტრაქტს წყვეტს

Adidas-ი "მილანთან" 20-წლიანი თანამშრომლობის შემდეგ კონტრაქტს წყვეტს, იუწყება Gazzetta dello Sport.

იტალიური კლუბი და გერმანული კომპანია ერთად 1998 წლიდან მოყოლებული მუშაობდნენ.

იტალიური გამოცემის თანახმად, Adidas-მა თანამშრომლობის შეწყვეტა 2017/18 წლების სეზონის დასრულების შემდეგ გადაწყვიტა, მიუხედავად იმისა, რომ მოქმედი, 19.7 მილიონ ევროიანი კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულში იწურება.

გერმანული კლუბი ხელშეკრულების გაწყვეტის უფლებით მას შემდეგ სარგებლობს, რაც კლუბი ჩინელმა ინვესტორებმა შეიძინეს.

სავარაუდოდ, ზამთარში ყველაფერი გაოფიციალურდება. "როსონერის" ახალი ტექნიკური დირექტორი ან New Balance, ან Under Armor გახდება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები