კანტე სამ კვირაში გამოჯანმრთელდება » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

კანტე სამ კვირაში გამოჯანმრთელდება


კანტე სამ კვირაში გამოჯანმრთელდება

"ჩელსისა" და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი, ნ'გოლო კანტე ბარძაყის კუნთის ტრავმის გამო სამ კვირას იუქმებს, იუწყება Goal.

ჰავბეკმა ტრავმა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ბულგარეთთან (1:0) გამართულ მატჩში მიიღო და შეხვედრის 34-ე წუთზე შეცვალეს.

რეაბილიტაციის ვადების გათვალისწინებით, კანტე საკლუბო დონეზე 5 მატჩს გამოტოვებს: პრემიერ ლიგაში "კრისტალ პალასთან" (14 ოქტომბერი), "უოტფორდთან" (21 ოქტომბერი) და "ბორნმუთთან" (28 ოქტომბერი), ჩემპიონთა ლიგაზე - "რომასთან" (18 ოქტომბერი), ლიგის თასზე - "ევერტონთან" (24 ოქტომბერი).

ასე და ამგვარად, კანტე 2018 წლის მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო ტურს გამოტოვებს, სადაც ფრანგები დღეს ბელორუსს დაუპირისპირდებიან.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები