2018 წლის მუნდიალის ბილეთების ყიდვის თაობაზე კოლოსალური ოდენობის განაცხადი გაკეთდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

2018 წლის მუნდიალის ბილეთების ყიდვის თაობაზე კოლოსალური ოდენობის განაცხადი გაკეთდა


2018 წლის მუნდიალის ბილეთების ყიდვის თაობაზე კოლოსალური ოდენობის განაცხადი გაკეთდა

საორგანიზაციო კომიტეტის (რუსეთი-2018) გენერალურმა დირექტორმა, ალექსეი სოროკინმა განაცხადა, რომ ორგანიზატორებმა 2018 წლის მუნდიალის ბილეთების ყიდვის თაობაზე 1,5 მილიონზე მეტი განაცხადი მიიღეს.

"ტემპი უმალვე გაძლიერდა. გასული კვირის ბოლოს ერთნახევარ მილიონზე მეტი განაცხადი გაკეთდა. ლიდერები მექსიკა, აშშ, არგენტინა არიან, თუმცა აბსოლუტური ლიდერი, რა თქმა უნდა, რუსეთია. ყველაზე მეტი განაცხადი მესამე და მეოთხე კატეგორიის ბილეთებზე მოდის", - თქვა სოროკინმა.

გულშემატკივრებს ბილეთების ყიდვის თაობაზე განაცხადის გაკეთების დრო 12 ოქტომბრამდე აქვთ. თუ განაცხადთა რაოდენობა შესაბამისი ადგილების ოდენობას გადააჭარბებს, ბილეთები შემთხვევითი კენჭისყრის მეთოდით განაწილდება.

გაყიდვების პირველი ეტაპის მეორე პერიოდი 16-დან 28 ნოემბრამდე გაგრძელდება. იმ დროისთვის ბილეთები ცოცხალ რიგში გაიყიდება.

მოგეხსენებათ, მსოფლიო ჩემპიონატი რუსეთის 11 ქალაქში 14 ივნისიდან 15 ივლისამდე გაიმართება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები