ნასრი: "ბენზემას ნაკრებში არგამოძახება სისულელეა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ნასრი: "ბენზემას ნაკრებში არგამოძახება სისულელეა"


ნასრი:

"ანთალიასპორის" შემტევმა ნახევარმცველმა და საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, სამირ ნასრიმ, თანამემამულე კარიმ ბენზემა დაიცვა.

"კარიმის გამო ვწუხვარ, ვინაიდან მას რეალურად ეროვნულ ნაკრებში დაბრუნება სურს. ასეთი ფეხბურთელის არგამოძახება სისულელეა. ის "რეალის" შემადგენლობაში უკვე 10 წელია ბრწყინავს.

ვფიქრობ, ერთხელად დადგება მომენტი, როდესაც ასეთი ადამიანის მიღწევებს დააფასებენ. კარიმთან, მბაპესთან, გრიზმანთან და დემბელესთან ერთად არანორმალური შეტევითი ხაზი შეიკვრებოდა. ეს უბრალოდ დიდებული იქნებოდა", - განაცხადა ნასრიმ.

კარიმ ბენზემა საფრანგეთის ეროვნული ნაკრებიდან 2015 წელს მოიკვეთა. მას მატიე ვალბუენას დაშანტაჟება დააბრალეს და მას შემდეგ ეროვნულ გუნდში არცერთ მათგანს აღარ იძახებენ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები