ლიოვი: "მუნდიალზე მხოლოდ ჩვენ გვექნება დასაკარგი რაიმე" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ლიოვი: "მუნდიალზე მხოლოდ ჩვენ გვექნება დასაკარგი რაიმე"


ლიოვი:

გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, იოახიმ ლიოვი, მიიჩნევს, რომ 2018 წლის მუნდიალზე ყველაზე მეტი ზეწოლა სწორედ მის გუნდზე იქნება.

"მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩვენს თამაშზე დიდი აქცენტის გაკეთება არ ღირს. საკუთარი ამოცანა შევასრულეთ, მაგრამ ფინალურ ტურნირზე სულ სხვა დონე გველის.

უკანასკნელ შედეგებს მშვიდად და რაციონალურად უნდა მივუდგეთ. ზედიზედ მეორედ მსოფლიო ჩემპიონატის მოგება არანორმალურად რთული იქნება.

ვფიქრობ, მხოლოდ გერმანიის ნაკრებს, როგორც მოქმედ მსოფლიო ჩემპიონს, აქვს რუსეთში რაიმე დასაკარგი, დანარჩენები მხოლოდ გამარჯვებისთვის იბრძოლებენ", - აღნიშნა 57 წლის გერმანელმა.

მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონებმა შესარჩევი ციკლი ფანტასტიკურად ჩაატარეს, ათიდან 10 თამაში მოიგეს, 43 გოლი გაიტანეს და მხოლოდ 4 გაუშვეს.
ასევე იხილეთ თემაზე:
გერმანიის ნაკრები იოახიმ ლიოვი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები