VIDEO: სირია მსოფლიო ჩემპიონატის ფლეი ოფში დამარცხდა, ავსტრალია წინ! » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

VIDEO: სირია მსოფლიო ჩემპიონატის ფლეი ოფში დამარცხდა, ავსტრალია წინ!


VIDEO: სირია მსოფლიო ჩემპიონატის ფლეი ოფში დამარცხდა, ავსტრალია წინ!

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის, ფლეი ოფის რაუნდში ავსტრალიის ნაკრებმა სიდნეიში სირიის ნაკრები მიიღო და მეტოქე 2:1 დაამარცხა.

ყველასათვის მოულოდნელად მე-6 წუთზე ანგარიში ომარ ალ სომაჰმა გახსნა და სირია წინ გაიყვანა. მე-13 წუთზე ტიმ კეჰილმა წონასწორობა აღადგინა.

შეხვედრა 1:1 დასრულდა და იმის გამო, რომ პირველი ეტაპის მატჩიც ამავე ანგარიშით დამთავრდა, დამატებითი დრო დაინიშნა.

94-ე წუთზე მსაჯმა სირიის ფეხბურთელი მაჰმუდ ალ მავასი გააძევა.

109-ე წუთზე ტიმ კეჰილმა დუბლი შეასრულა და ავსტრალიის ნაკრები შემდეგ ეტაპზე გაიყვანა. ამრიგად, სირია მუნდიალის მიღმა დარჩა.

გაცნობებთ, რომ ავსტრალია ფლეი ოფის უკანასკნელ რაუნდში ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტიდან მე-4 ადგილოსან ნაკრებს შეხვდება. სავარაუდოდ ეს ნაკრები შესაძლოა იყოს აშშ, პანამა ან ჰონდურასი.



ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები