რამოსი პენალტის თემაზე: "კავანი და ნეიმარი შეთანხმდებიან, რეალში კი 3 კაცია არჩეული" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

რამოსი პენალტის თემაზე: "კავანი და ნეიმარი შეთანხმდებიან, რეალში კი 3 კაცია არჩეული"


რამოსი პენალტის თემაზე:

მადრიდის "რეალის" კაპიტანმა სერხიო რამოსმა პენალტის შესრულებაზე ისაუბრა.

"პარი სენ ჟერმენში" ნეიმარსა და კავანის თერთმეტმეტრიანის დარტყმის გამო მცირე უთანხმოება ჰქონდათ. რამოსი ამბობს, რომ "სამეფო კლუბში" მსგავსი რამ გამორიცხულია, რადგან ყველაფერი წინასწარ არის შეთანხმებული.

"მსგავსი, რამ "რეალში" არასდროს მოხდება, რადგან ყველაფერი შეხვედრის წინ გუნდის მიერ არის შეთანხმებული.

ჩვენთან პენალტის პირველი შემსრულებელი რონალდუა, შემდეგ კი მე. ასევე, არც ერთი რომ არ ვიყოთ, მესამე დამრტყმელიც არის არჩეული.

რაც შეეხება კავანისა და ნეიმარს, ისინი პროფესიონალი მოთამაშეები არიან და ვფიქრობ, რომ ამ თემაზე შეთანხმდებიან", - განაცხადა რამოსმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები