ჰაზენჰიუტლი: "ჩვენი მიზანი ახალი კეიტას აღმოჩენაა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ჰაზენჰიუტლი: "ჩვენი მიზანი ახალი კეიტას აღმოჩენაა"


ჰაზენჰიუტლი:

"ლაიფციგის" მთავარმა მწვრთნელმა, რალფ ჰაზენჰიუტლმა, გერმანულ პრესასთან საუბრისას აღნიშნა, რომ "ხარები" გაისად ნაბი კეიტას ღირსეული შემცვლელის პოვნას ეცდებიან.

"სამწუხაროდ, გერმანიაში ნიჭიერი ტალანტების ხანგრძლივი პერსპექტივით შენარჩუნება უჭირთ. როდესაც უცხოეთიდან, განსაკუთრებით კი ინგლისიდან, მოგდის მიმზიდველი წინადადება, უარის თქმა ძალიან რთულია.

თუმცა ჩვენ მუშაობას ვაგრძელებთ და ჩვენი მიზანი, ფილოსოფია მომდევნო სეზონისთვის ახალი ნაბი კეიტას აღმოჩენაა", - განაცხადა ავსტრიელმა სპეციალისტმა.

უკვე გადაწყვეტილია, რომ 22 წლის აფრიკელი ნახევარმცველი გაისად "ლივერპულში" გადაბარგდება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები