ფასონე: "მილანს ჩემპიონთა ლიგა არ სჭირდება" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ფასონე: "მილანს ჩემპიონთა ლიგა არ სჭირდება"


ფასონე:

"მილანის" დირექტორმა, მარკო ფასონემ, "როსონერის" მიზნებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ "შავ-წითლებისთვის" ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრა არ არის პრიორიტეტი.

"ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგის ზონის მიღმა დარჩენა დრამა სულაც არ იქნება. "მილანს" აქვს პროექტი, რომელიც ხანგრძლივ პერსპექტივაზეა გათვლილი და მის განხორციელებას დრო სჭირდება.

"იუვენტუსი" და "ნაპოლი" სხვებზე ძლიერები არიან, ოთხეულისთვის კი კიდევ "რომა", "ინტერი" და "ლაციოც" იბრძვიან. ასე, რომ ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრა საკმაოდ რთული ამოცანაა.

პირველივე წელს ყველაფრის მოგება და მაქსიმალური მიზნების მიღწევა წარმოუდგენელია. ახლა მთავარია, რომ ბიჭებმა მოედანზე მაქსიმუმი გააკეთონ, თავი არ დაზოგონ და ფანებს სიამოვნაბა აჩუქონ", - განაცხადა ფასონემ.

მილანურმა გრანდმა ამ ზაფხულს 11 ახალი ფეხბურთელი შეიძინა, 200 მილიონ ევროზე მეტი დახარჯა, მაგრამ სერია ა არც ისე კარგად დაიწყო და 7 ტურში უკვე 3 მარცხი განიცადა.
ასევე იხილეთ თემაზე:
მილანი მარკო ფასონე

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები