ნეტცერი: "ბაიერნი ჰაინკესზე უკეთეს მწვრთნელს ვერ ნახავდა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ნეტცერი: "ბაიერნი ჰაინკესზე უკეთეს მწვრთნელს ვერ ნახავდა"


ნეტცერი:

გერმანიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ვინგერმა, ლეგენდარულმა გიუნტერ ნეტცერმა, იუპ ჰაინკესის "ბაიერნში" დაბრუნება შეაფასა.

"ასეთი გადაწყვეტილების გამო "ბაიერნს" კიდევ უფრო დიდ პატივს ვცემ. ჰაინკესზე მხოლოდ ერთი წლით უფროსი ვარ, მაგრამ ახლოსაც ვერ მივალ იმ მონდომებასთან, რომელიც მას გააჩნია.

ჩემი აზრით, მიუნხენური კლუბი ჰაინკესზე უკეთეს მწვრთნელს ვერ ნახავდა, ყოველ შემთხვევაში, ამ კონკრეტულ მომენტში", - განაცხადა ნეტცერმა.

72 წლის ლეგენდარული გერმანელი სპეციალისტი "რეკორდმაისტერს" მას შემდეგ დაუბრუნდა, რაც მიუნხენელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტიდან კარლო ანჩელოტი მოხსნეს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები