რუმენიგე არ გამორიცხავს, რომ გაისად ბაიერნი ტუხელმა ჩაიბაროს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

რუმენიგე არ გამორიცხავს, რომ გაისად ბაიერნი ტუხელმა ჩაიბაროს


რუმენიგე არ გამორიცხავს, რომ გაისად ბაიერნი ტუხელმა ჩაიბაროს

მიუნხენის "ბაიერნის" გენერალურმა დირექტორმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემ, აღნიშნა, რომ 2018 წლის ზაფხულიდან გუნდი შესაძლოა თომას ტუხელმა გაწვრთნას.

"ტუხელი მიუნხენის "ბაიერნის" თავკაცის როლში? ამას არ გამოვრიცხავ. რაც შეეხება ჰაინკესის დანიშვნას, ჩვენ გადაწყვეტილება არა ტუხელის საწინააღმდეგოდ, არამედ იუპის სასარგებლოდ მივიღეთ", - ციტირებს კალეს სიტყვებს "Bild."

თომას ტუხელი კარლო ანჩელოტის შეცვლის კანდიდატიც იყო, მაგრამ "რეკორდმაისტერმა" საბოლოოდ არჩევანი იუპ ჰაინკესზე გააკეთა.

44 წლის გერმანელმა სპეციალისტმა დორტმუნდის "ბორუსია" ამ ზაფხულს დატოვა და ჯერჯერობით თავისუფალია.
ასევე იხილეთ თემაზე:
ბაიერნი რუმენიგე თომას ტუხელი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები