კეილორ ნავასი ტრავმირებულია » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

კეილორ ნავასი ტრავმირებულია


კეილორ ნავასი ტრავმირებულია

"რეალის" მეკარემ, კეილორ ნავასმა კოსტა რიკის ეროვნული ნაკრების განკარგულებაში ყოფნისას ტრავმა მიიღო.

როგორც AS იტყობინება, ნავასი მადრიდულ კლუბში დაბრუნდა, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

არსებული ინფორმაციით, კიპერს ბარძაყის კუნთის ტრავმა აღენიშნება.

ესპანური გამოცემის თანახმად, ნავასი არამხოლოდ ესპანეთის ჩემპიონატის ეგიდით "ხეტაფესთან" გასამართ უახლოეს მატჩს, არამედ ჩემპიონთა ლიგაზე "ტოტენჰემთან" გასამართ შეხვედრასაც გამოტოვებს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები