ავტორიზაცია

იმობილე: "ლაციოს შეჩერება არ სურს"

იმობილე: "ლაციოს შეჩერება არ სურს"
თარიღი 23 Oct 2017, 18:40
რომის "ლაიცოს" თავდამსხმელმა, ჩირო იმობილემ, "კალიარისთან" გუშინდელი მატჩი შეაფასა და აღნიშნა, რომ მისი გუნდი ფანტასტიკურ ფორმაშია.

"გამარჯვებათა სერიის გაგრძელება და ქომაგების კარგი თამაშით გაოცება მნიშვნელოვანი იყო. ის, რასაც აქამდე მივაღწიეთ, მართლაც დიდებულია. მადლობა ფანებს, რომლებიც ყოველთვის ჩვენს გვერდში არიან.

ჩვენ უფრო მეტის გატანა შეგვეძლო, მაგრამ გუნდი უბრალოდ კონცენტრირებული უნდა დარჩეს, ვინაიდან უკვე საკმარისი კლასი გვაქვს და მოედანზე საინტერესო რაღაცეების გაკეთება შეგვიძლია.

ეს ჩვენი ზედზიედ მეექვსე გამარჯვებაა და ახლა "ლაციოს" შეჩერება ნამდვილად არ სურს", - განაცხადა იმობილემ.

რომაელებმა "კალიარი" შინ 3:0 დაამარცხეს, 22 ქულა დააგროვეს და სატურნირო ცხრილში მე-4 პოზიციას იკავებენ.