საბერძნეთმა მუნდიალის საგზური მოიპოვა, ბელგიამ კი კვიპროსი გაანადგურა [VIDEO] » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

საბერძნეთმა მუნდიალის საგზური მოიპოვა, ბელგიამ კი კვიპროსი გაანადგურა [VIDEO]


საბერძნეთმა მუნდიალის საგზური მოიპოვა, ბელგიამ კი კვიპროსი გაანადგურა [VIDEO]

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო ტურში H ჯგუფში მეორე ადგილოსანის ვინაობა გაირკვა.

საბერძნეთის ეროვნულმა ნაკრებმა შინ აუტსაიდერი გიბრალტარი მიიღო და კოსტას მიტროღლუს დუბლით მეტოქე 4:0 გაანადგურა.

ბერძნებმა 19 ქულა დააგროვეს და ბოსნია, რომელმაც სტუმრად ესტონეთის ნაკრები 2:1 დაამარცხა, ორი ქულით უკან ჩამოიტოვა.

ჯგუფის ლიდერმა ბელგიის ნაკრებმა კვიპროსი არ დაინდო და 4:0 გაანადგურა. ედენ აზრმა დუბლი გაიფორმა, თორგან აზარმა და რომელუ ლუკაკუმ კი თითო ბურთი შეაგდეს. ბელგიამ შესარჩევი ციკლი 28 ქულითა და 43 გატანილი გოლით დაასრულა.

საბერძნეთმა მუნდიალის საგზური მოიპოვა, ბელგიამ კი კვიპროსი გაანადგურა [VIDEO]

ბელგია 4:0 კვიპროსი



ესტონეთი 1:2 ბოსნია



საბერძნეთი 4:0 გიბრალტარი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები