რონალდუს მორიგი მიღწევა - რობი კინის წინ და რამოსის გვერდით » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

რონალდუს მორიგი მიღწევა - რობი კინის წინ და რამოსის გვერდით


რონალდუს მორიგი მიღწევა - რობი კინის წინ და რამოსის გვერდით

პორტუგალიის ეროვნული ნაკრების კაპიტანი, კრიშტიანუ რონალდუ ეროვნულ გუნდში ჩატარებული მატჩების რაოდენობით ტოპ 26 ფეხბურთელს შორისაა.

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე შვეიცარიასთან (2:0) გამართული მატჩი მადრიდის "რეალის" ფორვარდისთვის რიგით 147-ე აღმოჩნდა.

კრიშტიანუ პარაგვაელ პაულო და სილვასა და ესპანელ სერხიო რამოსს გაუთანაბრდა. გარდა ამისა, მან ორ მექსიკელს, პავლა პარდოსა და ხერარდო ტორადოს, ასევე ირლანდიელ რობი კინს გადაასწრო.

შეგახსენებთ, შვეიცარიელების დამარცხებით ევროპის მოქმედმა ჩემპიონებმა 2018 წლის მუნდიალის ფინალური სტადიის საგზური გაინაღდეს.

ნაკრებში ჩატარებული მატჩების რაოდენობით რეკორდსმენი კვლავ ეგვიპტელი აჰმედ ჰასანია (184 მატჩი). მოქმედი ფეხბურთელებიდან პირველ ადგილს იტალიელი კიპერი, ჯანლუიჯი ბუფონი იკავებს (173).

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები