ლეო მესიმ არგენტინა მსოფლიო ჩემპიონატზე გაიყვანა [VIDEO] » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ლეო მესიმ არგენტინა მსოფლიო ჩემპიონატზე გაიყვანა [VIDEO]


ლეო მესიმ არგენტინა მსოფლიო ჩემპიონატზე გაიყვანა [VIDEO]

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო ტურის მატჩები საკმაოდ დაძაბული და დრამატული გამოდგა.

არგენტინის ნაკრებს ეკვადორთან მხოლოდ მოგება სჭირდებოდა, რათა მუნდიალის საგზური მოეპოვებინა.

შეხვედრა ეკვადორის უპირატესობით დაიწყო და მასპინძელმა გუნდმა პირველივე წუთზე გაიტანა გოლი.

ამის შემდეგ კი სრული უპირატესობა არგენტინისკენ გადავიდა. მე-12, მე-20 და 62-ე წუთებზე ლეო მესიმ ერთბაშად 3 გოლი გაიტანა და არგენტინა მსოფლიო ჩემპიონატზე გაიყვანა.

სატურნირო ცხრილში არგენტინელებმა საბოლოო ჯამში მე-3 პოზიცია დაიკავეს და მუნდიალზე ავტომატურად გავიდნენ.

ეკვადორი - არგენტინა 1:3

გოლები: იბარა (1), მესი (12, 20, 62)

გაფრთხილება: სევალოსი, მარტინესი, აკუნა, ბილია, მასკერანო.

შემადგენლობები

ეკვადორი: ბანგერა, ველასკო, ალვარესი, არბოდელა, რამირესი, მინა, სევალოსი (ვალენსია), ინტრიაგო (უჩუარი), იბარა, ორეხუელა, აიოვი (ე.მარტინესი)

არგენტინა: რომერო, მერადო, მასკერანო, ოტამენდი, სალვიო (ფასიო), პერესი, ბილია, აკუნა, დი მარია (პარედესი), ბენედიტო (იკარდი), მესი.

ლეო მესიმ არგენტინა მსოფლიო ჩემპიონატზე გაიყვანა [VIDEO]

ვიდეო მიმოხილვა

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები