ჩილეს ნაკრების მწვრთნელმა თანამდებობა დატოვა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ჩილეს ნაკრების მწვრთნელმა თანამდებობა დატოვა


ჩილეს ნაკრების მწვრთნელმა თანამდებობა დატოვა

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლო ტურში ჩილეს ნაკრები ბრაზილიასთან 3:0 დამარცხდა.

ჩილეს უშუალო კონკურენტებმა კი სასურველი ანგარიშები დააფიქსირეს და კოპა ამერიკის მოქმედი ჩემპიონები მუნდიალის გარეშე დატოვეს.

ბრაზილიასთან მატჩის შემდეგ ოფიციალურად დადასტურდა, რომ ჩილეს მთავარი მწვრთნელი ანტონიო პიცი თანამდებობიდან გადადგა.

ჯერჯერობით, მისი შემცვლელის ვინაობა უცნობია. პიცი ჩილეს ნაკრებს ერთი წლის განმავლობაში ედგა სათავეში.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები