ნეიმარი მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინის ნაკრების გასვლას გამოეხმაურა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ნეიმარი მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინის ნაკრების გასვლას გამოეხმაურა


ნეიმარი მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინის ნაკრების გასვლას გამოეხმაურა

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა, ნეიმარმა 2018 წლის მუნდიალზე არგენტინის ნაკრების მოხვედრაზე კომენტარი გააკეთა.

მოგეხსენებათ, "სელესაომ" შესარჩევ მატჩში ჩილე (3:0) დაამარცხა და ეს უკანასკნელი მსოფლიო ჩემპიონატის მიღმა დატოვა.

"ძალიან მიხარია, რომ ჩემი მეგობარი, მესი ასეთ მნიშვნელოვან ტურნირზე ითამაშებს", - ციტირებს ნეიმარის სიტყვებს SporTV.

"მე და ლიონელს ჩილეს ნაკრებში მეგობრები გვყავს, მაგრამ ეს ფეხბურთია. ბრაზილიას მთელი ძალებით უნდა ეთამაშა და გაემარჯვა", - თქვა "სელესაოს" ლიდერმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები