საქართველო D ჯგუფში ითამაშებს, უეფამ ერთა ლიგა დააკომპლექტა


საქართველო D ჯგუფში ითამაშებს, უეფამ ერთა ლიგა დააკომპლექტა

დასრულდა 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი ევროპაში და უეფას ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა საბოლოო ვერსია, თუ როგორ გადანაწილდნენ ეროვნული გუნდები ერთა ლიგაში. როგორც მოსალოდნელი იყო საქართველოს ნაკრები ყველაზე სუსტ, D ლიგაში ითამაშებს.

უეფას წევრი 55 ქვეყნის ნაკრებები ერთა ლიგაში მსოფლიო 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის დასრულების შემდეგ, უეფას კოეფიციენტების შესაბამისად გადანაწილდნენ.

საქართველოს ნაკრებთან ერთად ჯგუფში მოხვდნენ: აზერბაიჯანი, მაკედონია, ბელარუსი, სომხეთი, ლატვია, ფარერის კუნძულები, ლუქსემბურგი, ყახაზეთი, მოლდოვა, ლიხტენშტეინი, მალტა, ანდორა, კოსოვო, სან მარინო, გიბრალტარი.

ეს ნაკრებები 4 ჯგუფში გადანაწილდებიან და თითოში 4-4 იასპარეზებს.

ჯგუფების გამარჯვებულები, რომლებიც ევრო-2020-ზე შესარჩევი ციკლიდან ვერ მოხვდებიან, მომავალი ევროპირველობის ერთ საგზურს ერთმანეთში გაითამაშებენ. ჯერ ნახევარფინალები შედგება, ხოლო შემდეგ ფინალი. ამასთან, ჯგუფებში გამარჯვებულები ერთი ლიგით დაწინაურდებიან და C ლიგაში აღზევდებიან.

ერთა ლიგის დანარჩენ ლიგებში გუნდები ასე გადანაწილდნენ:

A ლიგა: გერმანია, პორტუგალია, ბელგია, ესპანეთი, საფრანგეთი, ინგლისი, შვეიცარია, იტალია, პოლონეთი, ისლანდია, ხორვატია, ჰოლანდია;

აქ 12 ნაკრებია, რომელიც 4 ჯგუფში განაწილდებიან და 3-გუნდიანი იქნება. 2019 წლის ივნისში ჯგუფების გამარჯვებულები ერთა ლიგის პირველ ჩემპიონს პლეი-ოფის სისტემით (ნახევარფინალები, ფინალები, მატჩი მესამე ადგილისთვის) გაითამაშებენ. ოთხი გუნდი, რომელიც A ლიგაში ჯგუფებში ბოლო ადგილებს დაიკავებს, მომდევნო გათამაშებაში В ლიგაში გამოვა.

ის საუკეთესო 4 ნაკრები, რომლებიც ევრო-2020-ზე შესარჩევი ციკლიდან ვერ გავლენ, მომავალი ევროპირველობის ფინალური ეტაპის ერთ საგზურს გაითამაშებენ.

B ლიგა: ავსტრია, უელსი, რუსეთი, სლოვაკეთი, უკრაინა, შვედეთი, ირლანდია, ბოსნია-ჰერცეგოვინა, ჩრდილოეთ ირლანდია, დანია, ჩეხეთი, თურქეთი;

აქაც 12 გუნდია და პრინციპი იგივე იქნება: ჯგუფების გამარჯვებულები მომდევნო გათამაშებაში А ლიგაში ითამაშებენ, ხოლო ოთხი გუნდი, რომელიც B ლიგაში ჯგუფებში ბოლო ადგილებს დაიკავებს, მომდევნო გათამაშებაში C ლიგაში გამოვა. ის საუკეთესო 4 ნაკრები, რომლებიც ევრო-2020-ზე შესარჩევი ციკლიდან ვერ გავლენ, მომავალი ევროპირველობის ფინალური ეტაპის ერთ საგზურს გაითამაშებენ.

C ლიგა: უნგრეთი, რუმინეთი, შოტლანდია, სლოვენია, საბერძნეთი, სერბეთი, ალბანეთი, ნორვეგია, მონტენეგრო, ისრაელი, ბულგარეთი, ფინეთუ, კვიპროსი, ესტონეთი, ლატვია;

აქ 15 გუნდია, ამიტომ ერთი ჯგუფი იქნება 3-გუნდიანი, ხოლო 3 ჯგუფში 4-4 ნაკრები ითამაშებს. ჯგუფების გამარჯვებულები მოდევნო გათამაშებაში B ლიგაში იასპარეზებენ, ხოლო 4 გუნდი, რომელიც C ლიგაში ჯგუფებში ბოლო ადგილებს დაიკავებს, მომდევნო გათამაშებაში D ლიგაში გამოვა. საუკეთესო 4 ნაკრები, რომლებიც ევრო-2020-ზე შესარჩევი ციკლიდან ვერ გავლენ, მომავალი ევროპირველობის ფინალური ეტაპის ერთ საგზურს გაითამაშებენ.

ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა 2018 წლის 24 იანვარს ლოზანაში ჩატარდება. პირველი ტურის მატჩები 2018 წლის 6-8 სექტემბერს გაიმართება, მეორე _ 9-11 სექტემბერს, მესამე _ 11-13 სექტემბერს, მეოთხე _ 14-16 სექტემბერს, მეხუთე _ 15-17 სექტემბერს, ხოლო მეექვსე _ 18-20 სექტემბერს.
აღსანიშნავია, რომ რუსეთი და უკრაინა, ასევე, სომხეთი და აზერბაიჯანი ერთ ჯგუფში ვერ მოხვდებიან. ამის შანსი კი იყო, რადგან რუსეთი-უკრაინა B ლიგაში არიან, ხოლო სომხეთ-აზერბაიჯანი, ჩვენთან, D ლიგაში.

ერთა ლიგის ფინალური ეტაპის კენჭისყრა 2018 წლის დეკემბერში გაიმართება, ხოლო ფინალური სტადია 2019 წლის 5-9 ივნისსა.

ევრო-2020-ზე მოსახვედრი პლეი-ოფის მატჩების კენჭისყრა 2019 წლის 22 ნოემბერს გაიმართება, ხოლო პლეი-ოფები 2020 წლის 26-31 მარტს.

ევრო-2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპს ფინალური ეტაპისთვის ცვლილება არ შეეხება და ისევ 24 საგზური გათამაშდება.

სამაგიეროდ, შესარჩევი ციკლი სექტემბრის ნაცვლად, 2019 წლის მარტში დაიწყება. ავტომატურად ფინალურ სტადიაზე საგზურს ვერავინ მიიღებს, რადგან მომავალი ჩემპიონატი 13 ქვეყანაში გაიმართება.
შესარჩევ ციკლში 10 ჯგუფი იქნება _ თითოეულში 5 ან 6 ნაკრები. ჯგუფებში 1-2 ადგილზე გასული ნაკრებები ფინალურ სტადიაზე ავტომატურად გავლენ. ევრო-2020-ის მონაწილე 20 გუნდი სწორედ ასე გაირკვევა. კიდევ 4 საგზური უეფას ერთა ლიგის ჯგუფების 16 გამარჯვებულს (ოთხივე ლიგის ოთხივე ჯგუფების გამარჯვებული) შორის გათამაშდება.

თითოეულ ლიგაში გამარჯვებულის გამოსავლენად თითომატჩიანი ნახევარფინალები და ფინალი გაიმართება. ფინალების გამარჯვებულები ევრო-2020-ს საგზურებს მოიპოვებენ.

თუ ერთა ლიგის ჯგუფის გამარჯვებულმა შესარჩევ ციკლში ევროპის პირველობის საგზური უკვე მოიპოვა, მაშინ პლეი-ოფის საგზური ჯგუფის მომდევნო საუკეთესო ნაკრებს გადაეცემა.

თუ რომელიმე ლიგაში პლეი-ოფებისთვის საჭირო 4 გუნდი ვერ შეგროვდება, მაშინ ვაკანტურ ადგილებს ქვედა ლიგების ნაკრებები დაიკავებენ ერთა ლიგაში მათი საერთო რეიტინგის გათვალისწინებით.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

მორიგი კანდიდატი - ვინ გახდება არსენალის ახალი მთავარი მწვრთნელი?

მოგეხსენებათ, ლონდონის "არსენალი" ახალი მთავარი მწვრთნელის ძიებაშია.

დღეს, 20:56

მუშაობა დაწყებულია - ბაიერნი 50-მილიონიან ტრანსფერს ამზადებს

როგორც ჩანს, "ბაიერნის" ხელმძღვანელობა საინტერესო ტრანსფერის განხორციელებას გეგმავს.

დღეს, 20:52

ოფიციალურად: დიდიე დეშამის მომავალი გაირკვა

აღნიშნულ ინფორმაციას საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური ავრცელებს.

დღეს, 20:48

აბრამოვიჩი მზადაა ჩელსი გაყიდოს და ფასიც დაასახელა

"ჩელსის" მფლობელი, რომან აბრამოვიჩი მზადაა ლონდონური კლუბი გაყიდოს.

დღეს, 20:07

ბრძოლა ოქროს ბუცისთვის - ლიდერი იმობილეა, ათეულში მესიც გამოჩნდა

"ლაციოს" ფორვარდი, ჩირო იმობილე ევროპის საუკეთესო ბომბარდირების დავას ლიდერობს.

დღეს, 20:03

მარკოს ალონსოს იანვრისთვის სერიოზული მსურველი გამოუჩნდა

არ არის გამორიცხული, მარკოს ალონსომ ზამთარში "ჩელსის" რიგები დატოვოს.

დღეს, 19:43

მანჩესტერ სიტიმ გვარდიოლას შემცვლელის ძიება დაიწყო

"მანჩესტერ სიტის" ხელმძღვანელობა ხოსეპ გვარდიოლას შეცვლის შესაძლებლობას განიხილავს.

დღეს, 19:40

მბაპემ საკუთარ მომავალზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო - MARCA

აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული ესპანური გამოცემა MARCA ავრცელებს.

დღეს, 19:36

ბარსელონა იანვარში ინტერის ორი ფეხბურთელის ყიდვას გეგმავს

ზამთრის სატრანსფერო ბაზარზე "ბარსელონა" "ინტერის" ფეხბურთელების დამატებას აპირებს.

დღეს, 19:32

სოლსკიაერს საული სურს - ატლეტიკო უზარმაზარ თანხას ითხოვს

"ატლეტიკოს" ნახევარმცველმა, საულ ნიგესმა კარიერა შესაძლოა ინგლისში გააგრძელოს.

დღეს, 19:28

ზლატანს ახალი მსურველი ჰყავს - ყველაფერი შემდეგ კვირაში გაირკვევა

მოგეხსენებათ, ფორვარდი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი იანვარში ახალ კლუბს შეუერთდება.

დღეს, 19:13

მოლაპარაკებები მიმდინარეობს - ემერის შემცვლელი ნაპოვნია?

მოგეხსენებათ, "არსენალს" ამჟამად დროებით ფრედი ლიუნგბერგი უდგას სათავეში.

დღეს, 19:05

მიზეზი, რის გამოც რეალმა ზამთარში შესაძლოა ლუნინი დაიბრუნოს

"ვალიადოლიდის" მეკარე, ანდრეი ლუნინი ზამთარში შესაძლოა "რეალში" დაბრუნდეს.

დღეს, 18:57

Marca: პსჟ-მ ნეიმარს ფასი დააკლო, ბრაზილიელის გაყიდვა ახლოვდება

Marca-ს ცნობით, "პარი სენ-ჟერმენი" ნეიმარის გაყიდვას აღარ გამორიცხავს.

დღეს, 16:05

3 ტოპ-ტრანსფერი, რომელიც ემერის არსენალში ჩაეშალა

Тhe Athletic-ის ცნობით, უნაი ემერის ლონდონის "არსენალში" სამი ტოპ-ტრანსფერი ჩაეშალა.

დღეს, 15:57

უკეთესი ვარიანტი - იბრაჰიმოვიჩმა მილანში გადასვლა გადაიფიქრა?

La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ზლატან იბრაჰიმოვიჩის მომავალი ჯერ კიდევ ბურუსით არის მოცული.

დღეს, 15:46

"ლოდინის 4 თვე გავიდა!", - კასანომ სარი მწვავედ გააკრიტიკა

ყოფილმა იტალიელმა ფეხბურთელმა, ანტონიო კასანომ, მაურიციო სარის მუშაობა უარყოფითად შეაფასა:

დღეს, 15:30

ფრანგული ბრივის ნოემბრის თვის საუკეთესო მორაგბის წოდებისთვის ორი ქართველი იბრძოლებს

"ბრივის" ოფიციალურმა ვებგვერდმა იმ მორაგბეების ვინაობა გამოაქვეყნა, რომლებიც ნოემბრის თვის საუკეთესო მორაგბის წოდების მოსაპოვებლად იბრძოლებენ.

დღეს, 15:21

"გიგზმა უნდა იამაყოს", - შმეიხელმა მანჩესტერის საუკეთესო შენაძენი დაასახელა

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ, პეტერ შმეიხელმა "წითელი ეშმაკების" მიმდინარე სეზონის საუკეთესო შენაძენი დაასახელა:

დღეს, 15:19

რამდენი ფეხბურთელია რეალის ლაზარეთში ამჟამად?

როგორც მოგეხსენებათ, "ბრიუგესთან" შეხვედრაში მადრიდის "რეალს" რამდენიმე წამყვანი მოთამაშე არ ეყოლება.

დღეს, 14:58

"ვეღარ გავიგე, გასაშვებია თუ არა მარსიალი?!", - ნევილი

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა, გარი ნევილმა, ანტონი მარსიალის შესახებ ისაუბრა:

დღეს, 14:46

ფრანგული ტოპ 14-ის კლუბების 2019/2020 წლების სეზონის სახელფასო ბიუჯეტი

ცნობილმა სარაგბო გამოცემამ "მიდი ოლიმპიკმა" ტოპ 14-ის კლუბების სახელფასო ბიუჯეტი გამოაქვეყნა.

დღეს, 14:46

საპნის ოპერა გრძელდება - ემიუ მანჯუკიჩის ტრანსფერში თავისი ამომავალი ვარსკვლავის ჩართვას გეგმავს

Calciomercato-ს ცნობით, "მანჩესტერ იუნაიტედი" მარიო მანჯუკიჩს კვლავ არ ეშვება.

დღეს, 14:38

"იუვე უბრალოდ ჩემპიონთა ლიგაზე გადაერთო", - ტოტი ტურინელების ინტერთან ჩამორჩენის შესახებ

"რომას" ცოცხალმა ლეგენდამ, ფრანჩესკო ტოტიმ სერია ა-ს მიმდინარე სეზონის სასკუდეტო დუელი შეაფასა:

დღეს, 14:29

აბრამოვიჩმა ჩელსი 3-მილიარდ დოლარად არ გაყიდა, მოლაპარაკებები გრძელდება

The Wall Street Journal-ის ცნობით, ლონდონის "ჩელსის" სერიოზული მსურველი გამოუჩნდა.

დღეს, 14:14

"რაშფორდი რონალდუს მაგონებს", - სოლსკიაერი

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ოლე-გუნარ სოლსკიაერმა, კრიშტიანუ რონალდუს მარკუს რაშფორდი შეადარა:

დღეს, 14:06

რა შემთხვევაში გავარდება ლივერპული ჩემპიონთა ლიგიდან?

დღევანდელი შეხვედრა ლივერპულისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

დღეს, 13:30

ჰოლანდი: "ეს ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი მატჩია"

„რედ ბულ ზალცბურგის“ ნორვეგიელმა შემტევმა, ერლინგ ჰოლანდმა, „ლივერპულთან“ მოახლოვებული მატჩი შეაფასა.

დღეს, 13:23

სიტი ბარსელონას მცველის შეძენას ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს შეეცდება

„მანჩესტერ სიტი“ „ბარსელონას“ მცველის, სამუელ უმტიტის მიმართ იჩენს ინტერესს.

დღეს, 13:19

კონტე: "შევეცდებით, ბარსელონას პრობლემები შევუქმნათ"

„ინტერის“ დამრიგებელმა, ანტონიო კონტემ, „ბარსელონასთან“ მოახლოვებული შეხვედრა შეაფასა.

დღეს, 13:15

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10