საფრანგეთის მწვრთნელი: "ჩვენზე ძლიერი სამი ნაკრებია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

საფრანგეთის მწვრთნელი: "ჩვენზე ძლიერი სამი ნაკრებია"


საფრანგეთის მწვრთნელი:

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, დიდიე დეშამი მიიჩნევს, რომ მისი გუნდი 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტი იქნება.

სპეციალისტის თქმით, ძალიან ამბიციურ გუნდს უდგას სათავეში.

"ძალიან ამბიციურები ვართ! თუმცა, თუ სხვა გუნდებს შევხედავთ, ორი ევროპული, ხოლო ერთი სამხრეთამერიკული ნაკრები ჩვენზე ძლიერად გამოიყურებიან", - ციტირებს რეიტერი დეშამის სიტყვებს.

ცნობისთვის, მსოფლიო ჩემპიონატის კენჭისყრაზე, რომელიც 1 დეკემბერს გაიმართება, რუსეთთან, ბრაზილიასთან, ბელგიასთან, გერმანიასთან, პოლონეთთან, პორტუგალიასთან და არგენტინასთან ერთად საფრანგეთი პირველ კალათაში იქნება.

რუსეთში ჩასატარებელი 2018 წლის მუნდიალი 14 ივნისიდან 15 ივლისამდე გასტანს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები