რეალი მზადაა ბეილი მანჩესტერში 99 მლნ ევროდ გაუშვას » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

რეალი მზადაა ბეილი მანჩესტერში 99 მლნ ევროდ გაუშვას


რეალი მზადაა ბეილი მანჩესტერში 99 მლნ ევროდ გაუშვას

"რეალი" გარემარბ გარეტ ბეილს "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლის შესაძლებლობას მისცემს, იტყობინება The Sun.

ბრიტანული გამოცემის თანახმად, ტრანსფერის ღირებულება 99 მილიონი ევრო იქნება.

აქამდე არსებული ინფორმაციით, მადრიდელთა მთავარი მწვრთნელი, ზინედინ ზიდანი და კლუბის პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი უკმაყოფილონი არიან იმით, რომ ბოლო პერიოდში ბეილი ხშირად ტრავმიანობს, ამიტომაც ფეხბურთელს ტრანსფერზე დააყენებენ.

შეგახსენებთ, უელსელი "რეალში" "ტოტენჰემიდან" 2013 წელს, 100 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაბარგდა. ამ დროის განმავლობაში მან ესპანური კლუბის მაისურით 159 მატჩი ჩაატარა და 70 გოლი გაიტანა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები