ჰოლანდიის ნაკრების მწვრთნელმა მუნდიალის მიღმა დარჩენაზე განცხადება გააკეთა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ჰოლანდიის ნაკრების მწვრთნელმა მუნდიალის მიღმა დარჩენაზე განცხადება გააკეთა


ჰოლანდიის ნაკრების მწვრთნელმა მუნდიალის მიღმა დარჩენაზე განცხადება გააკეთა

ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის დასკვნით მატჩში შვედეთთან (2:0) მოგების შემდეგ განაცხადა, რომ მეტოქე მხოლოდ თავის დაცვაზე ფიქრობდა.

გარდა ამისა, დიკ ადვოკატმა ისიც დაამატა, რომ მისმა გუნდმა მუნდიალის ფინალურ ნაწილში მოხვედრისთვის ყველაფერი გააკეთა, რაც შეეძლო.

შეგახსენებთ, "ნარინჯისფრებმა" ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავეს და მსოფლიო ჩემპიონატის მიღმა დარჩნენ.

"არ მიფიქრია იმაზე, დავრჩები თუ არა. მოვიცადოთ, გადაწყვეტილება ფედერაციამ უნდა მიიღოს", - ციტირებს ადვოკატის სიტყვებს Telegraaf.

"ფეხბურთელთა უდიდესი სურვილი არამხოლოდ ამ მატჩში, არამედ ამ შეხვედრამდეც დავინახე. კიდევ ხუთი გოლი უნდა გაგვეტანა. მაგრამ, სამწუხაროდ, ასე არ მოხდა".

"შვედეთს შეტევაზე არც კი უფიქრია, უბრალოდ თავს იცავდა. ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო. ჰოლანდიის ნაკრებში კიდევ არიან ფეხბურთელები, რომლებსაც ამის გამოსწორება შეუძლიათ", - დასძინა "ნარინჯისფრების" თავკაცმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები