მატუიდი: "მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის შანსი ყველას არ ეძლევა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

მატუიდი: "მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის შანსი ყველას არ ეძლევა"


მატუიდი:

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების საყრდენმა ნახევარმცველმა, ბლეზ მატუიდიმ, მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა შეაფასა.

"ეს განსაკუთრებული საღამო იყო. მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში ჯადოსნური შესაძლებლობაა, რომელიც ყველას ნამდვილად არ ეძლევა. ჩვენ საკვალიფიკაციო ეტაპი გადავლახეთ და მუნდიალზე ვართ - მიზანი მიღწეულია.

საფრანგეთის ნაკრებს დიდი პოტენციალი აქვს, მაგრამ ვიცით, რომ უკეთ თამაში შეგვიძლია. ჩვენ ახალგაზრდა და გამოცდილი მოთამაშეების კარგი შერწყმა გვაქვს.

მსოფლიო ჩემპიონატზე გავედით, მაგრამ სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ. საფრანგეთი ტურნირის ერთადერთი ფავორიტი არ არის და უკეთ უნდა იასპარეზოს. ახლა კი მხოლოდ მოთმინებაა საჭირო", - აღნიშნა მატუიდიმ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები