ლიონის პრეზიდენტი: "ბელარუსთან საუკეთესო ტოლისო იყო" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ლიონის პრეზიდენტი: "ბელარუსთან საუკეთესო ტოლისო იყო"


ლიონის პრეზიდენტი:

ლიონის "ოლიმპიკის" პრეზიდენტმა, ჟან-მიშელ ოლამ, ბელარუსთან გუშინდელი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა.

"საფრანგეთის ნაკრების საუკეთესო მოთამაშე ამ საღამოს კორენტინი იყო. როგორი ძლიერი, როგორი ოსტატია!

მისი თამაშის ყურება ძალიან დიდ სიხარულსა და სიამაყის გრძნობას მანიჭებს", - განაცხადა ოლამ.

კორენტინ ტოლისო ლიონური კლუბის აღზრდილია და "ოლიმპიკი" ამ ზაფხულს მიუნხენის "ბაიერნის" სანაცვლოდ დატოვა. დიდიე დეშამი ტოლისოს ბოლო მატჩებში აქტიურად იყენებდა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები