ბრავოს ცოლმა მუნდიალს მიღმა დარჩენის შემდეგ ჩილელ ფეხბურთელებზე სკანდალური განცხადება გააკეთა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ბრავოს ცოლმა მუნდიალს მიღმა დარჩენის შემდეგ ჩილელ ფეხბურთელებზე სკანდალური განცხადება გააკეთა


ბრავოს ცოლმა მუნდიალს მიღმა დარჩენის შემდეგ ჩილელ ფეხბურთელებზე სკანდალური განცხადება გააკეთა

ჩილეს ეროვნული ნაკრების კაპიტნის, კლაუდიო ბრავოს ცოლმა, კარლა პრადომ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ბრაზილიასთან (0:3) მარცხის შემდეგ აღნიშნა, რომ ეროვნული გუნდის ფეხბურთელები პროფესიონალები უნდა იყვნენ.

"მანჩესტერ სიტის" კიპერის მეუღლემ ისიც აღნიშნა, რომ ჩილელები წვეულებებზე დადიოდნენ და ნაბახუსევზე ვერ ვარჯიშობდნენ.

შეგახსენებთ, ჩილელებმა შესარჩევ ჯგუფში მე-6 ადგილი დაიკავეს და 2018 წლის მუნდიალის მიღმა დარჩნენ.

"მადლობა შესანიშნავი მომენტებისთვის, ჩემო ნაკრებო. მადლობა ჩემს კაპიტან ამერიკას. ნამდვილად ლამაზი იყო, თუმცა, როცა ნაკრების მაისურს ირგებთ, პროფესიონალები უნდა იყოთ".

"ვიცი, ბევრი უკანალს ი*ევდა გამარჯვების გამო, როცა სხვები წვეულებებზე დადიოდნენ და ნაბახუსევზე ვერ ვარჯიშობდნენ", - დაწერა სოციალურ ქსელში პრადომ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები