რონალდინიომ მილანს ანჩელოტის მიყვანა ურჩია » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

რონალდინიომ მილანს ანჩელოტის მიყვანა ურჩია


რონალდინიომ მილანს ანჩელოტის მიყვანა ურჩია

"მილანის" ყოფილმა ნახევარმცველმა, ლეგენდარულმა რონალდინიომ, "როსონერის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე კარლო ანჩელოტის დანიშვნა ურჩია.

"კარლო, პეპ გვარდიოლასთან ერთად, მსოფლიოს საუკეთესო მთავარი მწვრთნელია.

თუ "მილანი" გადაწყვეტს, რომ გუნდს ახალი თავკაცი ესაჭიროება, მაშინ ანჩელოტის დაბრუნება კარგი არჩევანი იქნება.

კარლო კლუბის სტრუქტურას ძალიან კარგად იცნობს, თანაც ის ყველას ძალიან უყვარს, განსაკუთრებით კი მოთამაშეებს", - განაცხადა ბრაზილიელმა.

მილანურმა გრანდმა მიმდინარე სეზონი არც ისე კარგად დაიწყო და ვინჩენცო მონტელას სამწვრთნელო სკამი სერიოზულად შეირყა. მოსალოდნელია, რომ თუ "მილანი" ამ უქმეებზე გასამართ დერბი დელა მადონინას წარუმატებლად დაასრულებს, მონტელას გუნდის დატოვება მოუწევს.

რაც შეეხება ანჩელოტის, რომელიც "ბაიერნიდან" გათავისუფლების შემდეგ ახლა უმუშევარია, იგი "როსონერის" 2001-09 წლებში ავარჯიშებდა და გუნდს ორი ჩემპიონთა ლიგის ტიტული მოაგებინა.
ასევე იხილეთ თემაზე:
მილანი რონალდინიო კარლო ანჩელოტი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები