ლინეკერი მესიზე: "თუ იგი ყველა დროის საუკეთესო არ არის, მაშინ მე დაწყევლილი ქათამი ვყოფილვარ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ლინეკერი მესიზე: "თუ იგი ყველა დროის საუკეთესო არ არის, მაშინ მე დაწყევლილი ქათამი ვყოფილვარ"


ლინეკერი მესიზე:

ინგლისის ეროვნული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი, გარი ლინეკერი არგენტინის ნაკრების თავდამსხმელ ლიონელ მესით აღფრთოვანებულია.

მოგეხსენებათ, დღეს არგენტინელებმა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის დასკვნით მატჩში ეკვადორი (3:1) მესის ჰეთ თრიქის წყალობით დაამარცხეს და ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავეს.

"უბრალოდ გავიდა და ჰეთ თრიქი შეასრულა. თუ მესი არ არის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი, მაშინ მე დაწყევლილი ქათამი ვყოფილვარ", - წერს ლინეკერი სოციალურ ქსელში.

მუნდიალი 14 ივნისიდან 15 ივლისამდე რუსეთის 11 ქალაქის 12 სტადიონზე ჩატარდება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები