საინტერესო ისტორია - შეიძლებოდა ფერგიუსონს მანჩესტერის ნაცვლად ტოტენჰემი გაეწვრთნა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

საინტერესო ისტორია - შეიძლებოდა ფერგიუსონს მანჩესტერის ნაცვლად ტოტენჰემი გაეწვრთნა


საინტერესო ისტორია - შეიძლებოდა ფერგიუსონს მანჩესტერის ნაცვლად ტოტენჰემი გაეწვრთნა

არ იყო გამორიცხული, ალექს ფერგიუსონი 1984 წელს, ანუ იქამდე ორი წლით ადრე, სანამ "მანჩესტერ იუნაიტედს" ჩაუდგებოდა სათავეში, "ტოტენჰემის" მწვრთნელი გამხდარიყო.

შოტლანდიელი სპეციალისტი, მოგეხსენებათ, "ემიუში" 26 წლის განმავლობაში მუშაობდა და "წითელ ეშმაკუნებთან" ერთად საერთო ჯამში 38 ტიტული მოიგო, ორი ჩემპიონთა ლიგის ჩათვლით.

"ალექს ფერგიუსონთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებდი", - ციტირებს Goal.com "დეზების" ყოფილი პრეზიდენტის, ირვინგ სკოლარის სიტყვებს.

"მას ვუთხარი, რომ ძველმოდური კაცი ვარ და ჩემი აზრით, შეთანხმებისას მნიშვნელოვანი მომენტი ხელის ჩამორთმევაა. ეს პირველივე შეხვედრაზე ვუთხარი. ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია".

"მოლაპარაკებების წარმოებას ვაგრძელებდით და კონტრაქტამდე მივედით. ვკითხე: "შეგვიძლია შევხვდეთ?". ის დამთანხმდა. პარიზში შეხვედრაზე შევთანხმდით. ვკითხე: "დარწმუნებული ხარ?". მიპასუხა: "დიახ, დარწმუნებული ვარ". ხელის ჩამორთმევის ეს მნიშვნელოვანი მომენტი გვქონდა".

"თუმცა, როგორც იცით, შეთანხმება არ შედგა. არასოდეს უთქვამს, თუ რატომ. საწყენი იყო. იგი კიდევ ორი წელიწადი "აბერდინში" დარჩა", - დასძინა სკოლარიმ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები