ბელგიის მენეჯერი: "ნაკრების კარი ნაინგოლანისთვის ღიაა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ბელგიის მენეჯერი: "ნაკრების კარი ნაინგოლანისთვის ღიაა"


ბელგიის მენეჯერი:

ბელგიის ეროვნული ნაკრების მენეჯერმა, კრის ვან პუიველდმა, აღნიშნა, რომ "რომას" ცენტრალურ ნახევარმცველს, რაჟა ნაინგოლანს, არავინ აიგნორებს და მისთვის ნაკრების კარი ღიაა.

"ნაინგოლანი ბელგიის ეროვნული ნაკრებიდან არავის გაუგდია. მომავალს ვერ ვიწინასწარმეტყველებ, მაგრამ ჩვენი ეროვნული გუნდის კარი მისთვის ყოველთვის ღია იქნება.

ბელგიას საკმაოდ ძლიერი და კონკურენტუნარიანი შემადგენლობა ჰყავს, ამიტომ საბოლოო გადაწყვეტილება რობერტო მარტინესმა უნდა მიიღოს", - განაცხადა პუიველდმა.

ბელგიელთა ესპანელმა თავკაცმა ნაინგოლანი, რომელიც "მგლების" ერთ-ერთი ლიდერია, ბოლო ორ სანაკრებო შეკრებაზე არ გამოიძახა, რითიც რაჟა ძალიან გააბრაზა.
ასევე იხილეთ თემაზე:
რომა რაჟა ნაინგოლანი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები