გერმანია და საფრანგეთი 14 ნოემბერს ამხანაგურ მატჩს გამართავენ » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

გერმანია და საფრანგეთი 14 ნოემბერს ამხანაგურ მატჩს გამართავენ


გერმანია და საფრანგეთი 14 ნოემბერს ამხანაგურ მატჩს გამართავენ

საფრანგეთის ეროვნული ნაკრები 14 ნოემბერს გერმანიას დაუპირისპირდება, იტყობინება საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაცია.

აღნიშნული შეხვედრა გერმანიის ქალაქ კიოლნში გაიმართება.

შეგახსენებთ, ორივე ნაკრებმა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა.

ფრანგებმა A ჯგუფში დაიკავეს პირველი ადგილი, სადაც მათი მეტოქე შვედეთი, ჰოლანდია, ბულგარეთი და ბელორუსი იყვნენ.

რაც შეეხებათ გერმანელებს, "ბუნდესთიმმა" C ჯგუფში ჩრდილოეთ ირლანდიას, ჩეხეთს, ნორვეგიას, აზერბაიჯანსა და სან მარინოს აჯობა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები