ბორუსიას სპორტული დირექტორი: "ეს ყველაფერი უკვე ყელში ამოვიდა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ბორუსიას სპორტული დირექტორი: "ეს ყველაფერი უკვე ყელში ამოვიდა"


ბორუსიას სპორტული დირექტორი:

დორტმუნდის "ბორუსიას" სპორტული დირექტორი, მიხაელ ცორკი, ლუკაშ პიშჩეკის ტრავმას გამოეხმაურა.

"პიშჩეკის ტრავმამ ამანერვიულა, უფრო სწორად კი, მინდა ვთქვა, რომ ეს ყველაფერი უკვე ყელში ამოვიდა!

ფეხბურთელი ტრავმას ეროვნული ნაკრების ბანაკში იღებს, ამის გამო კი კლუბი ზარალდება", - განაცხადა ცორკმა.

32 წლის პოლონელმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მუხლის დაზიანება მიიღო და რამდენიმე კვირის გამოტოვება მოუწევს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები