მატუიდი: "სკუდეტოს იუვენტუსი მოიგებს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

მატუიდი: "სკუდეტოს იუვენტუსი მოიგებს"


მატუიდი:

ტურინის "იუვენტუსის" ფრანგი ნახევარმცველი, ბლეზ მატუიდი, დარწმუნებულია, რომ მის გუნდს მიმდინარე სეზონში "ნაპოლი" ვერ შეაჩერებს.

"სულაც არ მიკვირს, რომ "ნაპოლი" მოწინავე პოზიციებზე იმყოფება. ისინი სულ უფრო კარგად თამაშობენ. ვფიქრობ, ნეაპოლელები ბოლომდე იბრძოლებენ, მაგრამ სეზონი გრძელია და სკუდეტოს კვლავ "იუვენტუსი" მოიგებს", - აღნიშნა 30 წლის ფრანგმა.

სერია ა-ს საწყისი 7 ტურის შემდეგ პირველ ადგილზე 21 ქულით სწორედ "ნაპოლია", "იუვეს" კი ორი ქულით ნაკლები აქვს დაგროვებული.

"ბებერმა ქალბატონმა" იტალიის ეროვნული ჩემპიონატი ზედიზედ ექვსჯერ მოიგო.
ასევე იხილეთ თემაზე:
იუვენტუსი ბლეზ მატუიდი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები