ძანეტიმ ინტერის ყველა დროის საუკეთესო 11 მოთამაშე დაასახელა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ძანეტიმ ინტერის ყველა დროის საუკეთესო 11 მოთამაშე დაასახელა


ძანეტიმ ინტერის ყველა დროის საუკეთესო 11 მოთამაშე დაასახელა

მილანის "ინტერის" ყოფილმა კაპიტანმა და განაპირა მცველმა, ლეგენდარულმა ხავიერ ძანეტიმ, "ნერაძურის" ისტორიაში საუკეთესო თერთმეტეული შეადგინა.

ძანეტიმ, რომელიც მილანური გრანდის ღირსებას 19 წლის (1995-2014) განმავლობაში იცავდა, სიმბოლურ ნაკრებში ძირითადად ის მოთამაშეები შეიყვანა, რომელთაც კარიერა უკვე დასრულებული აქვთ.

44 წლის არგენტინელმა თავის რჩეულ თერთმეტეულში ლეგენდარული ბრაზილიელი მცველი, რობერტო კარლოსიც, შეიყვანა, რომელიც "ნერაძურის" რიგებში მხოლოდ ერთი სეზონი (1995/96) ირიცხებოდა.

ხავიერმა თავის თავსაც მოუძებნა ადგილია, მაგრამ აღსანიშნავია, რომ ძანეტიმ საკუთარი თავი მოედნის ცენტრში გაამწესა და არა დაცვის რომელიმე ფრთაზე.

ხავიერ ძანეტის რჩეული "ინტერი" ასე გამოიყურება: ჟულიო სეზარი; მაიკონი, ბერგომი, სამუელი, რობერტო კარლოსი; ძანეტი, კამბიასო; რონალდო, ბაჯო, ეტოო; მილიტო.
ასევე იხილეთ თემაზე:
ინტერი ხავიერ ძანეტი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები